უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც დედებისა და პედაგოგებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, აღნიშნეს დედის ამაგი და საყვარელ ქალბატონებს, მათივე ხელით მოხატულ- მოჩუქურთმებული მისალოცი ბარათები, ასევე ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. 

ბავშვებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ყველაზე დიდ გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203