
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა ქართული ენის მასწავლებლის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რომელიც პედაგოგმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შესთავაზა.
პატარებმა დედებს სიურპრიზი მოუწყვეს, გაკვეთილის დროს, პედაგოგის დახმარებით, მშობლებს დაურეკეს, 3 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს და თბილი სიტყვებით შეამკეს.
აქტივობამ კლასში ხალისი შეიტანა და დედებიც ძალიან გაახარა.
იხილეთ ვიდეო: