„შენი თვალებით ვხედავ სამყაროს“ - წყალტუბოს N1 სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიეძღვნა
08-03-2024

„გაზაფხულის დადგომა ხომ სილამაზესა და მშვენიერებასთან წილნაყარს ხდის ყველა ადამიანს. განსაკუთრებულად ამშვენებს გაზაფხულს ქალთა დღე“,- აღნიშნავენ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქალს - გაზაფხულივით მშვენიერსა და წრფელი გულის პატრონს ულამაზესი დღე მიუძღვნეს სკოლის X კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლელა მანდარია, პედაგოგი დარეჯან ლაჭყეპიანი), რომლებიც მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიციით -„შენი თვალებით ვხედავ სამყაროს“ მიესათუთნენ ყველა დედას, დას, მასწავლებელს.

მოსწავლეებმა სტუმართა წინაშე მაღალმხატვრულად წარადგინეს ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პროგრამა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203