„ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ - შუაგორას საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
08-03-2024
ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს შემეცნებითი ხასიათის კონფერენცია მიეძღვნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია სწორედ იმ მანდილოსნებს მიეძღვნა, რომლებმაც შეზღუდვების, დოგმატებისა და აკრძალვების მიუხედავად, მოახერხეს და ახალი ერა დაიწყეს პოლიტიკის, მეცნიერების დარგებსა თუ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ. მათი პრეზენტაციის საკითხები შემდეგია:
„ქალთა დღესასწაულის გაზაფხულთან და მარტთან დაკავშირება შემთხვევითი არ უნდა იყოს-გაზაფხულს ხომ უცნაური და დამათრობელი სურნელი მოაქვს, ნაყოფიერი მიწის სურნელი, დიონისური რიტუალი, მითოსური არქეტიპი... მკვდრეთით აღდგომა და აღორძინებაც ხომ გაზაფხულს უკავშირდება...
ქალის არსებაში კი ერთად შენივთულა მიწიერიც და ღვთაებრივიც, განახლებაც და აღორძინებაც, სიცოცხლის შექმნაც და სიცოცხლით ტკბობაც...ძალაც, სილამაზეც, ფერადოვნებაც... ქალის როლი, მისია და დანიშნულება მის მიერ განხორციელებულ საქმეებში ცხადდება..სუსტ სქესად მონათლულმა არსებამ შეძლო თავისი დიდი წვლილი შეეტანა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში...“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს