კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები კალიგრაფიის სტუდიას სტუმრობდნენ
08-03-2024
კერძო სკოლა „ცოდნაში“, მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, შემოქმდებითი და სახალისო ინიციატივების შეთავაზებას დიდი ყურადღბა ეთმობა.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას სტუმრობდნენ. მოსწავლეებს კალიგრაფიის სტუდიაში უმასპინძლეს, სადაც მათ არაერთი მრავალფეროვანი ხელნაწერი შექმნეს
„დედა მიყვარხარ“ - სწორედ ეს გახლდათ მასტერკლასის მთავარი გზავნილი.
მოსწავლეები დიდი მონდომებით მუშაობდნენ, კალიგრაფიული ნამუშევრების შესაქმნელად, საბოლოოდ, მიზანს მიაღწიეს და მათმა ხელნაწერებმა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.