„ინერციისა და გრავიტაციის სასამართლო“ - საინტერესო პროექტი ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში
08-03-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა, (დამრიგებელი შორენა ნერგაძე), ფიზიკის მასწავლებელ მევლუდ ვერულაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს საინტერესო პროექტზე - „ინერციისა და გრავიტაციის სასამართლო“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ სასამართლოში, მოსწავლეებმა მოირგეს როლები: პროკურორის, მოსამართლეების, ადვოკატების და ბრალდებულების.
მონაწილეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს შესაძლებლობები და ცოდნა არა მარტო ფიზიკაში, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგშიც.
ფიზიკური ცდები ჩაატარეს და ამით მერვეკლასელებს დაეხნარნენ მე-11ა კლასის მოსწავლეებიც, რომელთა დამრიგებელი ნესტან მჟავანაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას ესწრებოდნენ მშობლებიც, მათ მადლობა გადაუხადეს, დირექციას, მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ასეთი საინტერესო სანახაობისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს