გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
08-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონიძიება გაიმართა. 

ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ჰერიქნაზ მარგარიანმა მოამზადა და მასში მოსწავალები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება მეტად სახალისო გახადა ერთ-ერთმა აქტივობამ, რომელიც დედებისთვის მომზადდა. დაისვა სახალისო კითხვები გასარკვევად იმისა „თუ რამდენად კარგად იცნობენ თავიანთ შვილებს?“ აქტივობაში მშობლები სიამოვნებით ჩაერთნენ. 

დღე მეტად სახალისო, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203