„დედა სიცოცხლის ელექსირია!“ - ამაღელვებელი ღონისძიება წყემის საჯარო სკოლაში
08-03-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედა სიცოცხლის ელექსირია!“, გაიმართა.
მოსწავლეებმა დედებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს, მათთვის არაერთი შთამბეჭდავი, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უსაზღვრო სიყვარული.
„3 მარტი ის დღეა და ის შანსია, როცა დედიკოებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. დედობა არა მარტო დედამიწაზე ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, არამედ ზრუნვის, სითბოს, სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების გაზიარებაც“, - ამ თბილი სიტყვებით კი, პატარებმა, გული აუჩუყეს საყვარელ დედებსა და დამსწრე საზოგადოებას.
დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია