ზემოსურების საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა თვალით დანახული დინოზავრების სამყარო
08-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი წარმოსახვით, ბუნებისმეტყველების პედაგოგ - გიორგი ზამბახიძესთან ერთად, მრავალი საუკუნის წინანდელი სათაფლიის მაკეტი დაამზადეს.

შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას დინოზავრების შესახებ, თუ როდის ცხოვრობდნენ ისინი საქართველოს  ტერიტორიაზე, როგორი ქვეწარმავლები იყვნენ, რით იკვებებოდნენ, რამ გამოიწვია მათი გადაშენება, რატომ ეწოდა მღვიმეს სათაფლია, ვინ იყო პეტრე ჭაბუკიანი და ა.შ

მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203