მახათაურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ​ბახიოთის დაწყებით სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
08-03-2024

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლასთან ​შერწყმულ ბახიოთის დაწყებით სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, რომლის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა და საყვარელი ადამიანებისადმი სითბოს გამოხატვა იყო დედის დღეს მიეძღვნა. 

საზეიმოდ მორთულ დარბაზში მოსწავლეები მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ, დედებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და მათი როლი და ამაგი აღნიშნეს. 

განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო პატარების მიერ შესრულებული „გედების ცეკვა“. 

„ასე ლამაზად მოგვილოცეს გაზაფხულის დადგომა და დედის დღე ჩვენმა აღსაზრდელებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა შემოქმედებითობა ახარებთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203