
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის გოგონებს, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა ბიჭებმა საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს და მათ ქალთა დღე საზეიმოდ მიულოცეს.
ბიჭებმა ქალთა დღისთვის, გოგონებს საკუთარი ხელით დაუმზადეს მისალოცი ბარათები, დიდი რუდუნებით გააფერადეს და მათ დიდი პატივისცემით გადასცეს.
გოგონებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ეს დღე მათთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა.
გოგონებმა ბიჭებს მადლობა გადაუხადეს ინიციატივისთვის, სასიამოვნო სიურპრიზისა და მხიარული დღისთვის.
იხილეთ ფოტოები: