დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
08-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

განსაკუთრებული იყო სარვამარტო ღონისძიებაც და საყვარელი ქალბატონების მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებისა და პედაგოგების ამაგს ხოტბა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს და გაზაფხულის პირველი დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

ბავშვებმა ასევე დედებს მისალოცი ბარათები გადასცეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი გაიანე ჩახალიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203