
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალისტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა, მე-8 კლასელებისთვის ჩატარდა ვიქტორინა სახელად - „ჩვენ ვსწავლობთ და გვახსოვს ქართველი პოეტები“.
ვიქტორინა საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი და აქტიური ჩართულობით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა გუნდები ბლიც-კითხევებს სცემდნენ პასუხს. ასევე, ქართველი პოეტების შემოქმედებიდან დაისვა დახურული და ღია შეკითხვები. ერთ-ერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა იყო - პოეტების გამოცნობა მინიშნებით.
ვიქტორინას ესწრებოდნენ, როგორც მიწვეული მასწავლებელი, ასევე სხვა პედაგოგები.
„ყველაზე მთავარი, რაც იყო თითოეული მოსწავლე ხალისით და დიდი მონდომებით იყო ჩართული ღონისძიებაში“, - გვეუბნება პედაგოგი რუსუდან მელიქიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიმართა თამაში.
იხილეთ ფოტოები: