დედის დღისადმი მიძღვნილი ამაღლვებელი ღონისძიება საბუეს საჯარო სკოლაში
08-03-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში გაიმართა 3 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედაზე ლამაზი ქალი არ არსებობს“, .
ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ II კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მშობლებს დიდი სიყვარულითა და შთამბეჭდავი სანახაობით მიულოცეს დედის დღე და ხოტბა შეასხეს მათ ამაგს.
პატარებმა დიდი მონდომებით, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები დედიკოებთან ერთად შეასრულეს და ბოლოს, კი ყველაზე ძვირფას ადამიანებს მათივე ხელით შექმნილი საჩუქრები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები: მ. ტურაშვილი, თ. დომელიშვილი, ნ. ზაალიშვილი და მ. ახალკაციშვილი იყვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს