
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი და ლამაზი დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეებმა დღესასწაულები საყვარელ ქალბატონებს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით მიულოცეს, მათ შორის შეასრულეს მუსიკალური ნომრები და დედებისა და პედაგოგთა ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
ბავშვებმა ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: