დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
08-03-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის შემოქმედებითმა მოსწავლეებმა, დედებსა და პედაგოგებს ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციეს. 

მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები, ყვევილებით ხელდამშვენებული მოსწვალეები და მადლიერი პედაგოგები - ასეთი იყო დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო დანდალოს N1 საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა პედაგოგებსა და დედებს კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს დღესასწაული და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

დღე სანახაობრივი, ემოციებით დატვირთული და შთაბეჭდილებით აღსავსე იყო სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203