გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან. 

გრძნობების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო დედისა და ქალთა დღეებია. 

სკოლაში, მოსწავლეთა აქტიურობით გაზაფხულის პირველი დღესასწაულებისადმი მიღძვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„მათ გაზაფხულის მშვენიერი დღე კიდევ უფრო გაგვილამაზეს. ქალბატონ  მასწავლებლებს და ღონისძიებაზე მოწვეულ დედებს ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს 8 მარტი, უსურვეს ბედნიერება, ჯანმრთელობა და შვილების დღეგრძელობა, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა კი „ოთარაანთ ქვრივიდან“ სცენა გაითამაშეს, რომელიც უკვდავ გრძნობას „დედაშვილობას“ ეხება“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203