მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს
08-03-2024

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება, დედისა და ქალთა დღეები მიულოცეს დედებსა და პედაგოგებს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თეატრალური წარმოდგენებიც გაითამაშეს. 

ბავშვებმა საყვარელ ადამიანებს ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203