ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს
08-03-2024

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, გაზაფხულსა და დედის დღეს მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაში, მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

პატარებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები დედაზე, ყველაზე ძვირფას ადამიანებს ემოციური სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ სიყვარულში.

მოსწავლეებმა, ასევე შეასრულეს კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის ორი სიმღერა, რამაც დღე უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა. 

მოსწავლეებმა, მათივე ხელით დამზადებულ, მოხატულ და მოჩუქურთმებულ მისალოც ბარათებზე ცნობილი გამონაქვამები დაიტანეს  
და დედებს სამახსოვროდ გადასცეს. 

სკოლაში მოსწავლეებს მადლობას უხდიან გულწრფელი და თბილი ემოციებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203