სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი საღამო აჩუქეს
08-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები აღინიშნა.

სკოლაში გაიმართა საგაზაფხულო ზეიმი, რომელიც საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა დღესასწაულები მათთვის საყვარელ ქალბატონებს - მასწავლებლებს, დედებსა ბებიებს დიდი სიყვარულით მიულოცეს, გამორჩეულად მოეფერნენ და ლამაზი საღამო აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ სუხჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა ყოველთვის წახალისებულია, მასწავლებლები მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203