„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო“ -წარმტაცი ღონისძიება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
08-03-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში, დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიება - „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო“, მიეძღვნა.
ღონისძიება სკოლის დაწყებითი კლასების და მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თემატიკიდან გამომდინარე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ლამაზი სიტყვებით მოეფერენ დედებს, ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები მე-7 კლასის ხელმძღვანელთან, მაია რიჟამაძესთან ერთად.
ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში აქტიურედ იყვნენ ჩართულნი მე-5 კლასის მოსწავლეები: ბარბარე მაისურაძე და მარიამ ხუციშვილი; მე-6 კლასის მოსწავლე, ნინიკო მაისურაძე და მე-7კლასის მოსწავლეები - ნუნუკა მჭედლიძე და ტასო მიქაძე.
მოსწავლეებმა დედებთან ერთად ბევრი იმხიარულეს, თავიანთი ხელით შექმნილი ყვავილების თაიგული გადასცეს და დღესასწაულები კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტორბი გადაიღეს და მადლობა გამოუცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, პედაგოგებს - მაია რიჟამაძეს და ეკატერინე თედეშვილს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს