წინწყაროს საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება აჩუქეს
08-03-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში, საგაზაფხულო დღესასწაულები მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქალთა საერთაშორისო დღეს, შთამბეჭდავი ნომრებით გაჯერებული, ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, საკლასო ოთახში მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს და ქალბატონ პედაგოგებს ეს დღე დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

დღე ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მანანა ხვიბლიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203