წინწყაროს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა საყვარელ ქალბატონებს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში, დედის დღეს და 8 მარტს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა.
ამჯერად, სკოლა მე-4ა კლასის შთამბეჭდავ წარმოდგენას გვიზიარებს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით, მუსიკალური ნომრებითა და ყვავილებით მიულოცეს საყვარელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე და 3 მარტი.
მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებულმა ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ეკა ფირცხელიანი ხელმძღვანელობდა.