წინწყაროს საჯარო სკოლაში დედის დღესა და 8 მარტს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
08-03-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. 

 მე-4 კლასის მოსწავლეებმა სიყვარულით მიულოცეს ქალბატონებს 8 მარტი და დედის დღე, მათ ემოციური სიტყვით მიმართეს და დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.

ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დადგეს სკეტჩები, რამაც მაყურებლის ოვაცია და დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ინდირა შავაძე ხელმძღვანელობდა.

დღე ემოციებით აღსავსე, ხალისიანი, შთაბეჭდილებებით დატვირთული და ძალიან დასამახსოვრებელი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სრულიად სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203