„თუკი დღეს ვინმე მომავლით ხარობს, სულ შენით არის ქართველო ქალო“- თბილისის N74 სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს საოცარი სანახაობა აჩუქეს
08-03-2024

თბილისის N74 საჯარო სკოლაში დედის დღე და 8 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით - „თუკი დღეს ვინმე მომავლით ხარობს, სულ შენით არის ქართველო ქალო“, აღინიშნა.

„გაზაფხული, ქალი და დედა... უკიდეგანო სიყვარულის დღე“, - იყო მოტივი, იმისა, რომ სკოლაში მრავალფეროვანი, სადღესასწაულო და დაუვიწყარი ღონისძიება გამართულიყო.

მე-2 და მე-2 კლასების მოსწავლეები ცისარტყელას ფერებში შეხვდნენ გაზაფხულის შემობრძანებას, საზეიმოდ მორთულ კლასში, სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილებმა და ყვავილებით ხელდამშვენებულებმა, საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და პედაგოგებს ლამაზი სანახაობა აჩუქეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და სახალისო აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203