„80-90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა - ანდეგრაუნდი, ქართული და დასავლური პარალელებით“ - საინტერესო პროექტი ხონის N2 სკოლაში
08-03-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლაში, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - „80-90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა-ანდეგრაუნდი ,ქართული და დასავლური პარალელებით“.

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მათ შეძლეს პრობლემის იდენტიფიცირება, ჩაატარეს კვლევა, მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია თემის ირგვლივ და საბოლოო ვერსია პროექტისა პრეზენტაციების სახით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაციაზე, სტუმრად მიწვეული იყო სამუსიკო სკოლის პედაგოგი გიორგი გაბუნია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუმარმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, თემის გარშემო იმსჯელეს და საბოლოოდ პროექტიც შეაფასეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველა მოსწავლეს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროექტში და ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამენ მიწვეული სტუმრის მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს მუსიკის პედაგოგი ფიქრია სულაბერიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203