წალკის N2 სკოლის მოსწავლეთა მოხატულ-მოჩუქურთმებული მისალოცი ბარათები და შემოქმედებითი აქტივობები
08-03-2024
წალკის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი აქტივობები.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მათი საყვარელი ქალბატონებისთვის - დედებისთვის, ბებიებისთვის, დებისა და პედაგოგებისთვის დაამზადეს მისალოცი ბარათები და ძვირფას ადამიანებს მიუძღვნეს სიმღერები და ლექსები.
აღსანიშნავია, რომ წალკის N2 საჯარო სკოლის მზურნველი მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.