სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი  დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლაში პედაგოგების - სოფო ლომსაძის, მაია ფანქველაშვლისა და ირინე ქურდაძის ხელმძღვანელობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

პატარებმა დედის როლი და ამაგი აღნიშნეს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ლამაზი სიტყვებით მოეფერნენ მათ და გაზაფხულის შემობრძანებას ასე აყვავილებულები შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სატივის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203