ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
08-03-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიება რომელიც დედისა და ქალთა დღეების მიეძღვნა, საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, ეს ყველაფერი კი ხალისით შეასრულეს. 

ღონისძიება ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც შვილებმა სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დღესასწაულები მიულოცეს სკოლის დირექტორმა - არჩილ სადუნაშვილმა და დირექტორის მოადგილემ - ირინა კაბულაშვილმა.

 სკოლაში ამ ლამაზი დღისთვის მადლობას უხდიან დაწყებითი კლასის პედაგოგებს - მზია ჯავახიშვილს, ქეთინო გეგელაშვილს, შორენა საბანაძეს, ნანა კარელიძეს, ეთერ ქიტიაშვილს, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203