ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება აჩუქეს
08-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებს მოწაფეებსაც ასწავლიან. დედის დღე კი ემოციების გამოსახატავად მართლაც რომ საუკეთესო დროა. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „მარტის თვე ხომ დედასია“ .

ღონისძიება, რომლიც კლასის დამრიგებლის მარიამ მაცაბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

ბავშვებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და მათი როლი და ამაგი აღნიშნეს. 

ღონისძიების ბოლოს მშობლებს გადაეცათ მადლობის სიგელები, საუკეთესო დედობისთვის, მზურუნველობისა და თავდადებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203