ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისა და პედაგოგებისადმი სიყვარული ლამაზი ღონისძიებით გამოხატეს
08-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები აღინიშნა. 

გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც დედებისა და პედაგოგებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თემატური წარმოდგენებით გაითამაშეს. 

ბავშვებმა ასევე დაამზადეს მისალოცი ბარათები, გადასცეს დედებს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203