„წარმატების გაკვეთილები“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორის საინტერესო ინიციატივა 
08-03-2024

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, დაინერგა „წარმატების გაკვეთილები“. სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები საკუთარი წარმატების საიდუმლოზე ესაუბრებიან ბავშვებს. მათგან მიღებული რჩევები და რეკომენდაციები კი მოსწავლეებს ძალიან ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევისას.

ამჯერად, სკოლას სტუმრობდა თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ჟვანია. ბატონი ვანო ასევე წერს ლექსებს და არის არაერთი წიგნს თანაავტორი.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საპატიო სტუმარმა საკუთარი ლექსებიც წაიკითხა და აუდიტორია აღაფრთოვანა.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ვანოს. იმედს ვიტოვებთ, რომ მასთან საუბარი ბევრი მოსწავლისთვის მაგალითის მიმცემი და მამოტივირებელი გახდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203