საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩიკვაიძე, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობისთვის, რესურსცენტრის უფროსმა დააჯილდოვა
08-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მათ მოტივაციაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებში. მათ შორისაა მე- 9 კლასის მოსწავლე საბა ჩიკვაიძე, რომელიც ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებულ, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 

მოსწავლე ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა - საუკეთესოდ წაიკითხა ლექსი დედაზე, რისთვისაც დაიმსახურა სიგელი, რომელიც რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ გადასცა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203