„გაზაფხულის ზეიმი“ სვირის საჯარო სკოლაში
08-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია საგაზაფხულო ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

პატარებს არც გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები გამორჩენიათ. 3 და 8 მარტი დედებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით მოილოცეს და მათ ღვაწლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლეებმა ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და მშობლებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203