თბილისის N169 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიებები და შემოქმედებითი აქტივობები
07-03-2024

თბილისის N169 საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებებით აღინიშნა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. 

ღონისძიებებში 1-ელი, 1-ელი და 1-ელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„ოთხი ასოსგან ნაქარგი სიტყვა
მთელი სამყაროს დამტეველია.
როგორც უფალი, დედაც ამ ქვეყნად,
ერთადერთი და საყვარელია...“ - ამ ლექსით და შემოქმდებითი აქტივობებით, 1-ელი კლასის მოსწავლეები დედებს კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ უსაზღვრო სიყვარულში და ეს დღე მთელი გულით მიულოცეს. 

„დედა, დედიკო დე... სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის“, - ამ ემოციური სიტყვითა და შემოქედებითი ღონისძიებით კი, 1-ელი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს ეს დღე. 

1ელი კლასის პატარებმა კი, დედიკოებს საკუთარი ხელით, თაბაშირისგან დაუმზადეს გულები, რომელზეც დაიტანეს საკუთარი თითის ანაბეჭდი და სიტყვები - „დედა მიყვარხარ“, ასევე მუყაოზე დაიტანეს მისალოცი სიტყვა და QR კოდი იმ ვიდეომასალისა, რომელშიც პატარებმა წინასწარ ჩაუწერეს სახალისო ინტერვიუები. ეს საჩუქრები კი ღონისძიების შემდეგ დაურიგეს დედებს.

იხილეთ ფოტოები, ვიდეო 1; ვიდეო 2 და ვიდეო 3. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203