„გაზაფხული, ქალი, დედა“ - კალის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღინიშნა
07-03-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დედის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან თარიღს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა. პროექტის - „გაზაფხული, ქალი, დედა“, ხელმძღვანელი მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგები - თეა მერლანი და ნინელი სამსიანი იყვნენ.
მოსწავლეებმა თემატური პლაკატი დაამზადეს, შექმნეს ხელოვნური ყვავილების თაიგულები და დედებს საჩუქრად, ლამაზი სიტყვებით, მიართვეს. გარდა ამისა, მხატვრულად წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა - რაულ გულბანმა, რომელიც სასკოლო საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა, პედაგოგებსა და მოსწავლეთა დედებს სიმბოლური საჩუქრები - ყვავილების თაიგულები გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს