„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“- ​ცინარეთის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა
07-03-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული. ამჯერად კი, მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა.

შიდასასკოლო ღონისძიებაში - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“, თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და სიყვარულით ჩაერთო. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, გაზაფხულის დღესასწაულები ყველას მიულოცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ჯემალ დიასამიძე იყო.

„ყველა ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის ბრწყინვალე დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს, დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203