დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში
07-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება გამოირჩეოდა სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით.

დღე, სხვადსხვა მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული. სკოლის ეზოში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ირმა თხილავას ინიციატივით საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს და მონაწილე კლასებს სიგელები გადაეცათ.

აქტივობაში ჩართული იყო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ციალა გაბაძე, დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ანგელინა გოგიშვილი, ირმა კიკნაძე, თამილა გრიგოლაშვილი და ირმა ჯვარიძე

აღსანიშნავია, რომ სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მაია მეცხვარიშვილი აქტიურად უწევდა ორგანიზებას და ეხმარებოდა კლასებს, შემოქმედებითი პროცესების მართვაში.

პედაგოგ მაია მეცხვარიშვილის აზრით, ასეთი ღონისძიებები დადებითად აისახება მოსწავლეთა განწყობაზე და ხელს უწყობს მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება მშობლების ჩარულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203