სამიქაოს საჯარო სკოლაში ქალთა დღეს თეატრალური წარმოდგენა მიეძღვნა
07-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში, 8 მარტს სპექტაკლი - „კუკარაჩა“, მიეძღვნა, რომელშიც VII-VIII-X-XI კლასის მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

თეატრალური წარმოდგენა მაყურებლებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა სამსახიობო ოსტატობით აღფრთოვანებული დარჩა. 

მოსწავლეებმა როლები დიდი მონდომებით მოირგეს და შეძლეს, პერსონაჟთა სათანადოდ განსახიერება. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, განვითარებული ჰქონდეთ შემოქმედებითი უნარები და კრეატიული აზროვნება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203