დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები შთამბეჭდავად აღინიშნა 
07-03-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს შთამბეჭდავი ღონისძიებები მიეძღვნა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. 

ღონისძიებებში I-IX  კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა წარადგინეს და ეს დღეები ოროგინალურად აღნიშნეს. 

„მოულოდნელი ზარი დედებთან“, - ეს ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო, რომელმაც დედები საოცრად გაახარა. ბავშვებმა დედებსა და ქალბატონებს მახატვრულად წაკითხული ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მიუძღვნეს.  

„დედა შვილს ხელის შეხებითაც იცნობს“, „როგორ ვიცნობთ დედა-შვილები ერთმანეთს'', - ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203