„გაზაფხული ვიზეიმოთ, დედა!“- ქუთაისის N4 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
07-03-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, ფერადი და მრავალფეროვანი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად კი, III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანებას ლამაზი ღონისძიებიებით - „გაზაფხული ვიზეიმოთ, დედა!“, შეეგებნენ. 

მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი სიყვარულითა და სიხარულით ჩაერთო. მათ საყვარელი დედიკოებისთვის მისალოცი ბარათები და თემატური ნამუშევრები დაამზადეს, რითაც მათი გული გაახარეს.

აღნიშნულ ღონისძიებას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. უფროსებმა პატარებს, მათდამი გამოჩენილი სითბოსა და სიყვარულისთვის, მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203