დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, AI ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ
07-03-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა - მამუკა მიქელაძემ, ვიტალი ბერიძემ და მურთაზ შავაძემ Brains.ge-ს AI ოლიმპიადის ეტაპები წარმატებით  გადალახეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და და ფინალშიც გადავიდნენ. 

ფინალური ტური თბილისში გაიმართა, სადაც მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203