ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება დაშბაშის საჯარო სკოლაში
07-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს 8 მარტი მასწავლებლებს, დედებს, ბებიებს.

ბავშვებმა მათ გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ყველაფერი საუკეთესო უსურვეს. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203