ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლაშქრობა და სარვამარტოდ დაკრეფილი იები
07-03-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამ მიზნით კი, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერად კი, მოსწავლეთა მონაწილეობით, სოფლის მიდამოებში ლაშქრობა მოეწყო. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა უამრავი ია შეაგროვეს და ულამაზესი თაიგულები შეკრეს.
აღნიშნული ყვავილებით მათ ქალთა საერთაშორისო დღე საყვარელ პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს, რითაც მათი გულები გაახარეს.
გასვლითი აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოცდილება იყო, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და სასიამოვნო მოგონებები დააგროვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს