„სალაღობო“-  ქვილიშორის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
07-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, V, VI და VII კლასების მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში, ლადო ასათიანის შემოქმედებას ლიტერატურული საღამო - „სალაღობო“, მიუძღვნეს. ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ნინო ყურაშვილი იყო, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას ლადო ასათიანის შემოქმედება წარუდგინეს. მათ პოეტის ხანმოკლე ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. გარდა ამისა, მისი ლექსები წაიკითხეს და ლადო ასათიანის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. 

მათ შესძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„საღამო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203