„ქალი და გაზაფხული“ - დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტი შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
07-03-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს გამორჩეული ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნათია ნუცუბიძის ხელმძღვანელობით, ლამაზი და საინტერესო ღონისძიება გამართეს, რომლის თემა: „ქალი და გაზაფხული“ გახლდათ.

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„პატარებმა ორიგინალურად მიულოცეს ეს დღე ყველა ქალს, გააერთიანეს 3 მარტი და 8 მარტი, მოეფერნენ დედებს ლექსებით, ცეკვით და სიმღერებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203