
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო აქტივობებით 8 მარტი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით მოამზადეს თემატური პოსტერები და ხელნაკეთი სათამაშოები.
8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ქალბატონებს ასე მიულოცეს ეს დღე.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისით, ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: