
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავლსა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სიახლეა, იქ „თიბისი“ ბანკის პროექტის ფარგლებში, მრავალფუნქციური განათლების სივრცე მოეწყო. აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაა პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც განათლების სივრცე გაიხსნა.
განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ადგილზე ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა იქნება შესაძლებელი. მოსწავლეები შეძლებენ სივრცე სამეცადინოდ გამოიყენონ და ამასთანავე, მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას გაეცნონ.
„თიბისის“ განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას.
იხილეთ ფოტოები: