წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მამაკაცი მასწავლებლების საოცარი სიურპრიზი კოლეგა ქალბატონებს 
07-03-2024

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მამაკაცმა მასწავლებლებმა კოლეგა ქალბატონებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. 

პედაგოგებმა ქალბატონებს სარვამარტოდ საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს, მათ ყვავილები მიუძღვნეს, საუკეთესო სურვილებით დედის დღე და 8 მარტი მიულოცეს. 

საზეიმოდ მორთული გარემო, წითელი ვარდებით ხელდამშვენებული ქალბატონები და შთაბეჭდილებებით სავსე დღე - მოულოდნელი სიურპრიზი, რომელმაც ქალბატონები დადებითი ემოციებით აავსო. 

ქალბატონებმა, დიდი მადლობა გადაუხადეს კოლეგებს ამ დაუვიწყარი დღისთვის. 

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თანამშრომლობითი კულტურა და კოლეგიალური დამოკიდებულება ყოველთვის სამაგალითოა - სწორედ ეს დამოკიდებულება, საერთო მიზნისკენ სწრაფვა და ჯანსაღი გარემო განაპირობებს გიმნაზიის წარმატებულ საქმიანობას. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203