
წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო ინიციატივაში, სადაც შესაძლებლობებს წარმოაჩენენ და საჭირო უნარებს ივითარებენ.
ამჯერად, მოსწავლეები ქალთა დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას შეუერთდნენ.
ღონისძიება საჩხერის სასპორტო სკოლაში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა დამსახურებული, საპრიზო მე-2 ადგილი დაიკავეს. მოსწავლეთა წარმატება პედაგოგების - ალიკო ზაბახიძისა და მურად ფარქოსაძის დიდი დამსახურებაა.
გიმნაზია ამაყია მოსწავლეთა აქტიურობით და წარმატებით, სასკოლო საზოგადოება მათ წინსვლას უსურვებს.
გიმნაზიაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, რომ იყვნენ მეტად აქტიურები და შეძლონ თავიანთი უნარების წარმოჩენა.
იხილეთ ფოტოები: